შემადგენლობა:
- 500 გრ პრასა
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- 1/2 ჩ.კ ქინძის თესლი
- 1 ჩ.კ იმერული ზაფრანა
- 1/2 ჩ.კ ხმელი სუნელი
- ღვინის ძმარი ან ბროწეულის წვენი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
პრასი მოვხარშოთ და შემდეგ გადავწუროთ. გაწურული პრასი მოვათავსოთ ხის ფიცარზე და დავჭრათ წვრილად.
ნიგოზი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ, შემდეგ დავუმატოთ დანაყილი იმერული ზაფრანა, ქინძის
თესლი, ხმელი სუნელი, ავურიოთ და გავხსნათ ღვინის ძმრით ან ბროწეულის წვენით. მიღებულ მასაში
ავურიოთ გამზადებული პრასი, მოვათავსოთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის
მარცვალი ან წვრილად დაჭრილი ქინძი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კარტოფილის და კვერცხის სალათი |