შემადგენლობა:
- 1 კგ ისპანახი
- 2/3 ჩ.ჭ ნიგოზი
- 2 ს,კ ძმარი
- 2ს.კ დაჭრილი ოხრახუში და ქინძი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
გასუფთავებული და გარეცხილი ისპანახი მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავაცივოთ და კარგად გავწუროთ.
ცალკე გვექნება დანაყილი წიწაკა, ოხრახუში, ქინძი და 2/3 ჭიქა ნიგოზი. ავურიოთ 2ს.კ ძმარში და დავუმატოთ
მარილი გემოვნების მიხედვით. ყველაფერი ეს ავურიოთ მოხარშულ ისპანახს კოვზით ან ხელით, ზემოდან
მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
საგაზაფხულო სალათი |