შემადგენლობა:
- 5-6 ც მოხარშული კარტოფილი
- 3 ც კიტრი
- 3 ც ბოლოკი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- მარილი,წითელი წიწაკა
- მაიონეზი ( შეგიძლიათ სამარხვო)
მომზადება:
ჯამში მოათავსეთ ოთკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, მრგვლად დაჭრილი ბოლოკი
და კიტრი.შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ მარილი,წიწაკა და ბოლოს
შეაზავეთ მაიონეზით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ქათმის ფილე პესტოთი |